აშშ-ის 2016 წლის ბიუჯეტის მოცულობა $1.1 ტრილიონია
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომავალი წლის ბიუჯეტს მოაწერა ხელი.
დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, პირველად 40 წლის მანძილზე, აშშ-ის მიერ ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმება. ამ პუნქტს ჯერ კონგრესის ზედა პალატამ დაუჭირა მხარი, ხოლო შემდეგ – წარმომადგენელთა პალატამ.
აშშ-ის 2016 წლის ბიუჯეტის მოცულობა $1.1 ტრილიონია.
ამერიკამ ნავთობის ექსპორტი 1975 წელს აკრძალა, როცა ქვეყანა, არაბეთის ქვეყნების მიერ დაწესებული ემბარგოს გამო, შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტს განიცდიდა. აღსანიშნავია, რომ ნავთობის კრიზისი მაშინ სერიოზული დარტყმა გახდა აშშ-ის ავტოწარმოებისთვის და ამ კრიზისის წყალობით აშშ-ში პირველად შევიდა მასიურად იაპონური ავტომობილები, ხოლო ამერიკული ავტოწარმოება სერიოზულ კრიზისს განიცდიდა.
agora.ge