28/04/2024
Latest:
ეკონომიკა

“მთავრობის მიზანია ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად ათვისება და დამატებითი სიმძლავრების შექმნა”

როგორც ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საინვესტიციო პროექტების შესახებ ანგარიშს წარადგენისას განაცხადა, ჰდროელექტროსადგირების მშენებლობა, ალტერნატიული წყაროების გამოყენება, ელექტროეფექტური ღონისძიებების გატარება და რეზერვების შექმნა საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის ნაწილია.

მისი თქმით, მთავრობის მიზანია ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად ათვისება და დამატებითი სიმძლავრების შექმნა.

„ -დღევანდელი შეხვედრა ემსახურება საქართველოს ენერგეტიკის სექტორში წარმატებით განხორციელებულ პროექტებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან მიმართებით ჩვენს მუშაობას. მთავრობის აქტიურმა ჩართულობამ, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ინვესტორების მხარდაჭერამ, კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი ენერგეტიკის სფეროში. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები არ არის საკმარისი არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ჩვენი მიზანია, ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად ათვისება და დამატებით სიმძლავრების შექმნა, რაც მოგვცემს საშუალებას, დავაკმაყოფილოთ ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების წლიური 5%-იანი ზრდა და ჩავანაცვლოთ იმპორტირებული ელექტროებნერგია.
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ალტერნატიული წყაროების გამოყენება, ელექტროეფექტური ღონისძიებების გატარება და რეზერვების შექმნა – საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის ნაწილია, რაშიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაუმჯობესება მოიაზრება“,

– განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.