მსოფლიო

საფრანგეთში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა მცირდება, დიდ ბრიტანეთში კი – იზრდება

ტურიზმა შეიძლება პოლიტიკური არასტაბილურობა  გადააგოროს, თუმცა,  მგრძნობიარეა უსაფრთხოების უქონლობის მიმართ.

ერთადერთი სექტორი, რომელიც ბრექსიტით პრივილეგირებულია, ეს ტურიზმია.

საფრანგეთში შესული ვიზიტორების რაოდენობის ზრდის ტემპი 2015 წელს განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ დაეცა, ამას კიდევ მიმდინარე წლის ნიცას ტერაქტიც დაემატა და საბოლოო ჯანმში, ტურიტების მოზღვავება საფრანგეთში ისე აღარ შეინიშნება.

საფრანგეთის ტურიზმის მინისტრის მათიას ფეკის განცხადებით რომელიც  გაზეთ „Le Journal du Dimanche”-თან საუბრისას გააკეთა, უცხოელ ვიზიტორთა დენადობა 2016 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 10 %-ით შემცირდა. სასტუმროს ჯავშნებს ძირითადად შეერთებული შტატებიდან, აზიიდან და ყურეთა რეგიონებიდან აუქმებენ, რაც შეეხება ევროპელ დამთვალიერებლებს ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ საფრანგეთის მონახულებას.

შეინიშნება ასევე, ბიუჯეტში ტურიზმით გათვალისწინებული შემოსავლების კლებაც.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, აქ სხვაგვარადაა, ფუნტის დაცემის გათვალისწინებით, როგორც BBC იტყობინება, მეტი ფრენები, მეტი ჯავშნები, ხანგრძლივი დროით დარჩენა და, სატუმროების მოხმარების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

წყარო: euroline.ge