13/05/2024
Latest:
მსოფლიო

აშშ-ის კიდევ ხუთ შტატში შიდაპარტიული არჩევნები გაიმართა

აშშ-ის ოთხ შტატში გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში გუშინ დემოკრატებიდან ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა, რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ფლორიდის, ილინოისსა და ჩრდილოეთ კაროლინაში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, ოჰაიოში კი მას ჯონ კეისიჩმა სძლია. ამის შესახებ “სიენენი” წერს.

გუშინ პრაიმერიზი კიდევ ერთ შტატში, მისურიში ჩატარდა, რომლის საბოლოო შედეგები ჯერ უცნობია. ბოლო მონაცემებით, ამ შტატშიც კლინტონი და ტრამპი ლიდერობენ.

აღსანიშნავია, რომ 50 შტატიდან უმრავლესობაში შიდაპარტიული არჩევნები უკვე დასრულებულია, დარჩენილ შტატებში კი არჩევნები მომდევნო სამი თვის განმავლობაში ჩატარდება, რის შემდეგაც ორივე პარტია პრეზიდენტობის კანდიდატებს ოფიციალურად რამდენიმე თვეში წარადგენს.
საბოლოო არჩევნებში აშშ-ში ნოემბერში გაიმართება.