ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია გაუკეთეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ Apsnypress-ი ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საფუძვლიანი დიაგნოზის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებენ პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც ის მივლინებას რუსეთის ფედერაციაში გააგრძელებს.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს მოსკოვში „სამუშაო ვიზიტის” დროს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებაში აღმოჩნდა.