27/04/2024
Latest:
საზოგადოება

სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა – ბოლო ცნობები შოვიდან

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ბოლო ცნობებით, 27 დაღუპულიდან 23 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა. დაკარგულად ითვლება 6. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

კომენტარის დატოვება