01/05/2024
Latest:
ეკონომიკა

აზერბაიჯანმა საქართველოდან რქოსანი საქონლის იმპორტი აკრძალა

აზერბაიჯანში, დღეიდან საქართველოდან ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის შეტანა დროებით აიკრძალა.

“ბიზნესპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა იოლჩუ ჰანველიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აკრძალვის მიზეზი საქართველოში წვრილ და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს შორის გავრცელებული ვირუსია.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ძალაში საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა.

bpn.ge

[wpolling id=”11″ width=”” height=””]