22/05/2024
Latest:
ეკონომიკა

მესამე კვარტლის მონაცემები – პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 33%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის III კვარტალში 489 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 33 პროცენტით ნაკლებია, ხოლო მიმდინარე წლის II კვარტალის წინასწარ მონაცემებს 38 პროცენტით აღემატება. 2015 წლის სამი კვარტლის განმავლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 1019 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით 17 პროცენტით ნაკლებია. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას 2013-2015 წლების დინამიკაში.

ცხრილში #1 მოცემულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კვარტალური დინამიკა 2006-2015 წლებში.

2015 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა (ცხრილი #3):

2015 წლის III კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა #2, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 35 პროცენტით, მეორეზე – ნიდერლანდები 11 პროცენტით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 9 პროცენტით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება ეკონომიკის სექტორების ჭრილში 2015 წლის III კვარტალის მიხედვით მოცემულია ცხრილში #4:

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის III კვარტალში 72 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 218 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 73 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – მშენებლობა 63 მლნ. აშშ დოლარით.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2015 წლის III კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროცენტული განაწილება მოცემულია დიაგრამაში #3:

კომერსანტი