ეკონომიკა

„ბახვი-3 ჰესი“ პიკური სიმძლავრით ამუშავდა

2016 წლის 17 თებერვალს წყლის მოდინებაზე მომუშავე „ბახვი-3 ჰესი“ პიკურ სიმძლავრეზე გავიდა და ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების ფონზე ამჟამადაც სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტრონერგია სრული მოცულობით მიეწოდება საქართველოში არსებულ მყიდველს ადგილობრივი მოხმარების მიზნებისთვის, ხოლო ზაფხულის თვეებში იგეგმება ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში ახალციხე-ბორჩხას 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით.

10 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ბახვი-3 ჰესი“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და ყახაზური წარმოშობის ინვესტორების ერთობლივ საპილოტო პროექტს წარმოადგენს საქართველოს ელექტროენერგეტიკაში. მრავალი ტექნიკური სიძნელის მიუხედავად, პროექტის მესვეურებმა შესძლეს ჰესის საპროექტო დადგმულ სიმძლავრეზე გაყვანა და 2015 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ჰესის გამართული ფუქნციონირების უზრუნველყოფა.

„სილქ როუდ ჯგუფი“ გეგმავს უფრო დიდი სიმძლავრეების განვითარებას საქართველოში და ამ მიზნით ამუშავებს ახალ პროექტს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში შეუდგება.

„ბახვი-3 ჰესში“ დასაქმებულია 30-მდე ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც ჯერ კიდევ ჰესის ამუშავებამდე ჩაებნენ სამუშაო პროცესში და ამჟამადაც წარმატებით განაგრძობენ პროფესიული საქმიანობის შესრულებას.