09/05/2024
Latest:
საზოგადოება

,,ბანკები და ფინანსები” სამძიმარს უცხადებს ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ოჯახს

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა ”2030”-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა.

ზვიად თხელიძეს დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა. გარდაცვლილის ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.

გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები” და ვებ–გვერდი bfm.ge  უსამძიმრებს ოჯახს და კოლეგებს ზვიად თხელიძის გარდაცვალების გამო.