საზოგადოება

პრემიერმა ქართველ ხალხს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიური დასკვნის მიღება მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიური დასკვნის მიღება მიულოცა. დღეს გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში ევროკავშირის, სადაც საქართველოსთან მიმართებაში არის პოზიტიური დასკვნა. ასე რომ ყველას გილოცავთ. განცხადება მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მე გუშინ საღამოს მქონდა მნიშვნელოვანი საუბარი ევროკავშირში და მე მინდა პირველად ვუთხრა საზოგადოებას და თქვენ ყველას, რომ დღეს გამოქვეყნდება საბოლოო ანგარში ევროკავშრის, სადაც საქართველოსთან მიმართებაში არის პოზიტიური დასკვნა. ასე რომ ყველას გილოცავთ. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ მთავრობის თითოეულ წევრს.

ძალიან შრომატევადი საქმე იყო, მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ, ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირთან მიმართებაში და არცერთი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველაფერი პირნათლად გავაკეთეთ და 100%-ით შევასრულეთ ნაკისრი ვალდებულებები. მე გუშინ უკვე მომილოცეს საღამოს და ასევე გილოცავთ ყველას. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის გამარჯვება, ეს არის მათი დაფასება, მათი ამდენი ხნის ლოდინის დაფასება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ეს არის ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ნდობის დადასტურება ევროპის მხრიდან და თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მხრიდან.

ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანეს მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. აბსოლუტურად ყველა უწყებამ იმუშავა თვეების განმავლობაში, წლების განმავლობაში, 3 წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომის შედეგი. მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას გადაგიხადოთ დიდი მადლობა თქვენი თავდაუზოგავი შრომისთვის. დღეს ჩვენ მაინც დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას და დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ”,- განაცხადა პრემიერმა.

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
წყარო: commersant.ge