მსოფლიო

Bloomberg: ანგელა მერკელის პოლიტიკური ფაქტორი ევროპის ფინანსურ ბაზრებს სტაბილურობას მატებს

ის რომ ანგელა მერკელის პოლიტიკური ფაქტორი სტაბილურობას მატებს ევროპის ფინანსურ ბაზრებს, კიდევ უფრო ზრდის გერმანიის ლიდერად მისი დარჩენის საჭიროებას. ამ თემას აშუქებს რაინერ ბუერგინის სტატია, რომელიც ინტერნეტ-გამოცემა “ბლუმბერგში” გამოქვეყნდა. კერძოდ, სტატიაში ვკითხულობთ:

“როცა საკითხად დგას ანგელა მერკელის პოლიტიკური მომავალი, ინვესტორებს კარგი მიზეზი აქვთ სურვილისა- მომავალშიც იხილონ მერკელი გერმანიის კანცლერად. ინვესტორების ასეთი განწყობა არცაა გასაკვირი. ისინი შიშობენ ფინანსური ბაზრების ჩამოშლას თუკი მერკელი უარს იტყვის მომდევნო არჩევნებში კენჭისყრაზე.

მიუხედავად გერმანიაში მერკელის მიმართ ადგილობრივი კრიტიკისა, ანგელა მერკელს მაღალ შეფასებას აძლევენ როგორც საერთაშორისო ლიდერს, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი ევროპის კრიზისთან ბრძოლას 10-თ წელზე მეტხანს რომ გრძელდება. თუმცა, საზოგადოებრივი გამოკითხვები მეტყველებს იმაზე რომ გერმანელებს, მცირე უმრავლესობით, აღარ სურთ მერკელის მონაწილეობა შემდეგ ფედერალურ არჩევნებში გაისად რომ გაიმართება.

ექსპერტების თქმით, ანგელა მერკელის პოლიტიკა შეიძლება მთლად მოსაწონი არ იყოს, მაგრამ ის მაინც რჩება ევროპისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურად ფიგურად. ამგვარად, მერკელმა თუ დატოვა კანცლერის თანამდებობა, შეიქმნება სერიოზული პოლიტიკური ვაკუუმი და ფინანსური ბაზრების რეაქცია ძალზე ნეგატიური იქნება.

ანგელა მერკელს ჯერ-ჯერობით არაფერი უთქვამს- აპირებს თუ არა იგი გერმანიის 2017 წლის არჩევნებში მონაწილეობას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება რომ სირიელი ლტოლვილების მოზღვავებამ სერიოზულად აზარალა კანცლერის პოპულარობის რეიტინგი. ცხადია, შექმნილი ვათარება ხელს უწყობს გერმანიის პოლიტიკურ სცენაზე მერკელის ალტერნატიული ფიგურის გაჩენას, რომელიც სიმკაცრეს გამოავლენს უკვე შეუკავებელი იმიგრაციის მიმართ. მართლაც, არჩევნებამდე ბევრი დრო აღარ რჩება და მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული ბლოკის პოპულარობა 32-ეტ პროცენტამდეა დაცემული. ასეთი რამ არ ყოფილა 2012 წლიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორებმა გარკვეული გამოცდილება მიიღეს 62 წლის ანგელა მერკელის ამოცნობაში. იგი უკვე 11 წელია რაც სათავეში უდგას ევროპის უძლიერეს ეკონომიკას.

მართალია, საჯაროდ ანგელა მერკელი ებრძვის ბაზრების დომინირებას პოლიტიკაზე, იმ დროს როცა ევროპა განიცდის დაუფარავი ვალების სერიოზულ კრიზისს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მან შეინარჩუნა საბერძნეთი ევროზონაში და მას კრიტიკით დიდად არ შეუწუხებია ევროპის ცენტრალური ბანკი. გარდა ამისა, ანგელა მერკელი ენერგიას არ იშურებდა როცა ცდილობდა ევროკავშირში ბრიტანეთის დატოვებას. გერმანიის კანცლერის პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებს სტაბილურობას, რამაც იგი არაერთგზის შეიყვანა დაპირისპირებაში ფინანსტა მინისტრ ვოლფგანგ შოიბლესთან ფინანსური პოლიტიკის სიმკაცრისა და რისკებიდან თავის არიდების ლამის სიმბოლოდ რომ იქცა” – ნათქვამია სტატიაში.

“ვერ ვიტყვი, რომ ფინანსური ბაზრები შეყვარებულნი არიან ანგელა მერკელში, მაგრამ, სულ მცირე მათ აქვთ უნარი ამოიკითხონ მერკელის მიერ დაკავებული პოლიტიკური პოზიცია, სხვადასხვა საკითხზე გაკეთებული განცახდებები. მათ კარგად ესმით კანცლერის პოლიტიკური სტილი” – ამბობს ერთერთი ფინანსური ანალიტიკოსი და აქვე დასძენს რომ მერკელის გადადგომის შემთხვევაში, გერმანიაში ფისკალური პოლიტიკის სიმკაცრის მომხრეებს მხოლოდ უპირატესობა მიეცემა, რაც თავის მხრივ გაზრდის ზეწოლას ევროპის ცენტრალურ ბანკზე. ცხადია, ფინანსური ბაზრებისთვის ეს არაა დიდად მოსაწონი პერსპექტივა.

უნდა აღინიშნოს, რომ შინ გერმანიაში ანგელა მერკელის პოლიტიკური ფიგურა არაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც მთლიანად ევროპის კონტექსტში. აქ მისი ფაქტორი გადამწყვეტი იყო სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებში.

იგივეს თქმა სავსებით შეიძლება მერკელის მნიშვნელობაზე გლობალური მაშტაბით. გავიხსენოთ 2010 წლის 15 იანვარი, სამი თვეც არ იყო გასული კანცლერ მერკელის მეორე ვადის დაწყებიდან. იმ დღეს გავრცელდა ხმები რომ მერკელი გადადგომას აპირებდა, რასაც მოყვა ევროს სავალუტო გაცვლითი კურსის დაცემა იაპონურ იენასთან მიმართებაში. აზიის ბაზრებზე შექმნილი სიტუაცია გაგრძელდა მანამ, სანამ გერმანიის მთავრობამ ყველანი დაამშვიდა, განაცხადა რა რომ დარხეული ხმები უსაფუძვლო იყო.

მერკელის გადადგომა თუ მოხდა, სამი ვადის შემდეგ, მის თანამდებობას, სულ მცირე- დროებით მაინც დაიკავებს ვოლფგანგ შოიბლე, პოლიტიკური ვეტერანი, რომელიც სათავეში ედგა ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს 1998-ეტ 2000-ს წლებში. უნდა ითქვას, რომ დღეს, 74 წლის ბუნდესტაგის დეპუტატის პოლიტიკური რეიტინგი მერკელისას სჯობნის.

მართალია, გერმანიის წამყვანი პრესა აცხადებს რომ გერმანელთა უმრავლესობას არ სურს ანგელა მერკელის მეოთხე ვადა კანცლერის თანამდებობაზე, მას აქამდე არაფერი უთქვია თავის შესაძლო მემკვიდრეზე, რომელსაც უპირატესობას მიანიჭებდა. გარდა ამისა, მიუხედავად პოპულარობის დაცემისა, მერკელის პარტიული ბლოკი რეიტინგით მაინც სჯობნის ყველა სხვა პოლიტიკურ მეტოქეს. ყოველ შემთხვევაში, კანცლერის რანგში, ვოლგანგ შოიბლე მხოლოდ გარდამავალი ფიგურა იქნება და მალევე გამოჩნდება, რომ მისი შემცვლელიც არავინ ჰყავთ მომზადებული.

ამგვარად, პოლიტიკური ლიდერის როლიდან ანგელა მერკელის წასვლა სერიოზულ შოკს გამოიწვევს ევროპის ფინანსურ ბაზრებზე, რამეთუ გერმანია და მთლიანობაში კონტიტენტიც გაურკვეველ მოლოდინებსა და პროგნოზებში გაეხვევა” – ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა “ბლუმბერგის” სტატიაში.