17/05/2024
Latest:
საზოგადოება

ჩინელი ტურიოპერატორები და ჟურნალისტები აჭარას სტუმრობენ

 

აჭარაში ჩინეთში წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებიან. ჟურნალისტები და ტუროპერატორები ერთდღიანი ინფოტურის ფარგლებში ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან. ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონახულების შემდეგ ისინი ძველ ბათუმს, ბულვარს, ევროპის მოედანსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს ათვალიერებენ, ასევე, გაეცნობიან ბათუმის სასტუმრო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ.  ჩინელი ჟურნალისტები და ტურ-ოპერატორები აჭარას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით სტუმრობენ. აჭარაში ჩამოსვლამდე ისინი თბილისის, კახეთისა და მცხეთის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. მათი ერთკვირიანი ინფოტური საქართველოში მესტიასა და ქუთაისში ვიზიტით დასრულდება.

ჩინურ ტურისტულ ბაზარზე საქართველოს გააქტიურება, რაც პრეს და ინფოტურების ორგანიზებაშიც გამოიხატება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დანიშვნას უკავშირდება.  სექტემბრის ბოლოდან თბილისის მიმართულებით ჩინური ავიაკომპანია „China Southern Airlines“ რეგულარულ ფრენებს იწყებს.