02/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ბოლო სამ წელში საცხოვრებლით უზრუნველვყავით 15 ათასამდე დევნილი ოჯახი”

ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანია დევნილები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე პირველად დარეგულირდა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხები.

“დღეს დევნილებს შეუძლიათ თვითონ აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საშუალებებიდან. ფოცხოეწერის მსგავსი ავანტიურები წარსულს ჩაბარდა. მათ ვერავინ ვერსად ვეღარ გადაასახლებს.
ბოლო სამ წელში სახელმწიფოს მიერ ბინების შესყიდვის პროგრამებით, საცხოვრებლით უზრუნველვყავით 15 ათასამდე დევნილი ოჯახი. გაორმაგდა დევნილთა შემწეობა. გავაუქმეთ დევნილებისთვის თბილისში მშენებლობების სრულიად დისკრიმინაციული შეზღუდვა. შედეგად, პირველად დევნილობის 22 წლის შემდეგ, 1 061 ოჯახი მიიღებს ბინებს ახალ კორპუსებში, მათ შორის 630 ოჯახი ოლიმპიურ სოფელში”,

– აღნიშნა ღარიბაშვილმა.