28/04/2024
Latest:
საზოგადოება

სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

2016 წელს  21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება მოხდება. 8 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა“, – შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება შემდეგი მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირებისათვის:

  1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები: ბეღლევი, ბოსლევი (გაღმა ბოსლევი, გამოღმა ბოსლევი) და ქვედა საზანო;
  2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები: კალაური და ვაჩნაძიანი;
  3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ცაიში და რიყე;
  4. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები: ბაყილოვანი, საკობიანო, ყვარელწყალი, დედისფერული, ქორეთი, დუისი, წინუბანი, ჯოყოლო, ბირკიანი, ხორბალო, ზემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ქვემო ხალაწანი, დუმასტური და ომალო;
  5. კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები: გომისჯვარი, ლავრისხევი და წინარეხი;
  6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოლადაანთკარი;
  7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლები: ზედა მესხეთი და ქვედა მესხეთი;
  8. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მჭადიჯვარი;
  9. ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: ჭართლი, ბუჩაანთკარი, ვაშლობი, ზენუბანი, მენესო, მუგუდა, დოლასქედი, საქერე, სონდა, ჩიტაურები, ჭალისოფელი, ხამუშა და ჯუღისი;
  10. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქვედა ნასაკირალი და სოფლები: ნასაკირალი, ქვედა ბახვი, ციხისფერდი, შრომა და წვერმაღალა;
  11. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები: წყალწმინდა, ქვემო აკეთი და აცანა;
  12. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები: ბუკისციხე, დაბლაციხე, შუა ამაღლება, ამაღლება და სამება;
  13. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლები: გელათი და მოწამეთა;
  14. გორის მუნიციპალიტეტის სოფელი სკრა;
  15. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხათგვერდი;
  16. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელხევი;
  17. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაისუბნი;
  18. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები: ლაშე და კიცხი;
  19. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებისათვის საჭირო მკვებავი გაზსადენი;
  20. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი უხუთი;
  21. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ვედიდკარი;
  22. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისი;
  23. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი აბასთუმნის გაზიფიცირებისთვის საჭირო მკვებავი გაზსადენი.