02/05/2024
Latest:
საზოგადოება

,, C ჰეპატიტზე ერთი ადამიანის მკურნალობა 80-100 ათასი აშშ დოლარი ჯდება, თუმცა, ჩვენ მოქალაქეებს უფასოდ ვუმკურნალებთ”

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით უახლოეს წლებში 200 000 მოქალაქეს განიკურნება

,,მალე საქართველოში შემოვა კიდევ ერთი უახლესი თაობის პრეპარატი – “ჰარვონი”, რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტიანს გახდის C ჰეპატიტის მკურნალობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნული პრეპარატით ერთი პაციენიტის მკურნალობა 80–100 ათასი აშშ დოლარი ჯდება, თუმცა, სახელმწიფო კომპანია “გილეადის” დახმარებით სრულიად უფასოდ უმკურნალებს მოქალაქეებს.

“წელს, აპრილში ჩვენ დავიწყეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. გადაწყვეტილი იყო, რომ პროექტის პირველ ეტაპზე უნდა გვემკურნალა C ჰეპატიტით დაავადებული 5000-მდე პაციენტისათვის. შედეგების შეჯამების შემდეგ კი, დაიწყებოდა მეორე ეტაპი. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ პირველმა ეტაპმა იმდენად წარმატებით ჩაიარა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ამერიკელ პარტნიორებთან ახალი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ჩვენ C ჰეპატიტის პროგრამის უწყვეტად გაგრძელების გადაწყვეტილების შესახებ შეგვიძლია გაცნობოთ. პირველივე ეტაპზე პროექტმა დაიმსახურა მაღალი შეფასება რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 პრემიერის შეფასებით საქართველო გახდა მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, ამ ვირუსთან მიმართებაში. ამავდროულად, უახლოეს პერიოდში იგეგმება კიდევ ერთი უახლესი პრეპარატის ,,ჰავრონის” შემოტანა, რომელიც უფრო ეფექტიანს გახდის მკურნალობას.

,,ჩვენი ამერიკელი პარტნიორების სიტყვები რომ მოვიშველიო, საქართველო გახდა მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს გლობალური მიდგომა ამ ვირუსთან მიმართებით. გვინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, მალე საქართველოში შემოვა კიდევ ერთი უახლესი თაობის პრეპარატი  “ჰარვონი”, რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტიანს გახდის მკურნალობას და მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდება. აღნიშნული პრეპარატით ერთი პაციენიტის მკურნალობა 80–100 ათასი აშშ დოლარი ჯდება და ჩვენ კომპანია “გილეადის” დახმარებით სრულიად უფასოდ ვმკურნალობთ მათ.

სასიხარულოა, რომ პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომელთაც მკურნალობის სრული კურსი გაიარეს, განიკურნენ. 3 თვის შემდეგ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ უჩვენა, რომ მათმა სრულმა უმრავლესობამ უკვე დაამარცხა C ჰეპატიტის ვირუსი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დავით სერგეენკოს, რომლის თაოსნობით გახდა შესაძლებელი პროგრამის განხორციელება”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ რომ უახლოეს წლებში, ჯამში, დაახლოებით, საქართველოს 200 000 მოქალაქე განიკურნება C ჰეპატიტისგან.