ეკონომიკა

ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტი 6%-ით გაიზარდა

საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 2,792 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.

ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 6%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 599 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც შეეხება იმპორტს ის მხოლოდ 2%-ით არის გაზრდილი და 2192 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 31% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ნოემბერში 31 პროცენტი).