18/05/2024
Latest:
პოლიტიკა

„ჩაიწერა კონსტიტუციაში, თუმცა ვფიქრობ, არ უნდა ჩაეწერათ NATO-სა და EU-ში გაწევრიანება” – მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას თქვა, რომ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო:

„ჩაიწერა ჩვენთან კონსტიტუციაში, თუმცა ვფიქრობ, არ უნდა ჩაეწერათ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას, ორჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეთ და რის გამო? 12 დავალებას რომ გვაძლევთ, თქვენი ბავშვები ვინ არიან? თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ და აღვასრულებთ. ვადებს რატომ გვიწესებთ? შემოდგომაზე იმიტომ მიწესებ, რომ კიდევ რევოლუცია მომიხდინო? ეკლესია და ხალხი ძალიან ძლიერი ვართ. ჩვენ 2012 წელს, პატრიარქი და პირადად მე ორჯერ შევხდით ამერიკელებს, ერთხელ მათ ტერიტორიაზე, ერთხელ ჩვენთან მოვიდნენ. პატრიარქმაც და მეც ასეთი რამ ვუთხარით, არცერთ ლიდერს არ დაუჭიროთ მხარი, ქართველ ხალხს დაუჭირეთო. დღეს ქართველი ხალხი ითხოვს მშვიდობიან ცხოვრებას, ეკონომიკის განვითარებას” – თქვა მეუფე იაკობმა.

კომენტარის დატოვება