17/05/2024
Latest:
მსოფლიო

ჩეჩნეთში ახმეტ-ტაუერის მშენებლობა 0,5 მლრდ დოლარი დაჯდება (ვიდეო)

ჩეჩნეთში ცათამბჯენ „ახმეტ-ტაუერის“ მშენებლობა დაიწყო. როგორც უცხოური მედია წერს, გროზნოში მშენებარე სასტუმრო 108 სართულიანი იქნება და ის სიმაღლით მთელ ევროპაში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.

პროექტის მთავარი კონტრაქტორი კომპანია Emaar Properties-ია, რომელმაც დუბაიში მდებარე „ბურჯ ხალიფა“ ააშენა. „ახმატ-ტაუერში“ 500 ნომერიანი სასტუმროს გარდა, ოფისები, აპარტამენტები და ასევე ახმეტ კადიროვის მუზეუმი განთავსდება.

ცათამბჯენის სახურავზე აეროდრომი განთავსდება. შენობის სიმაღლე 400 მეტრი იქნება და მისი დიზაინი ძველ ჩეჩნურ სტილში იქნება და პროექტის განხორციელებისათვის 500 მლნ დოლარი დაიხარჯება. დღეისათვის ევროპაში ყველაზე მაღალ შენობად 373 მეტრის სიმაღლის, მოსკოვში მდებარე „ფედერაციის კოშკი“ მიიჩნევა.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]