17/05/2024
Latest:
საზოგადოება

ჩოხატაურში კულტურის სასახლე აშენდა

ჩოხატაურში ნოემბერში კულტურის სასახლე ოფიციალურად გაიხსნება. როგორც ”ფორტუნას” გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ აცნობა, სასახლის მშენებლობა უკვე დასრულებულია.

 

ახალი სასახლე ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. მისი ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარამდეა.

”ის აღჭურვილია თანამედროვე გახმოვანებითა და განათებით. ახლა ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დაახლოებით 20 დღეში მისი ოფიციალურად გახსნა იგეგმება”, –  განაცხადა გია სალუქვაძემ ”ფორტუნასთან”.

მისივე თქმით, რეგიონში ასეთი დონის კულტურის სახლი არასდროს აშენებულა.

”მისი სივრცე იძლევა შესაძლებლობას მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ნებისმიერ ღონისძიების ჩატარებას და კულტურის სფეროში ცოდნის შეძენას. სასახლე შეიძლება კონფერენციებისთვისაც გამოიყენონ. ჩემი ინფორმაციით, რეგიონში სახელმწიფოს მიერ, ასეთი დონის კულტურის სახლი არ აშენებულა”, – განაცხადა სალუქვაძემ.

 

წყარო: fortuna.ge