ეკონომიკა

“ამ წელიწადში ჩინეთის ბაზარზე 5 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინის გაყიდვას ველოდებით”

ამ წელიწადში ჩინეთის ბაზარზე 5 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინის გაყიდვას ველოდებით, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, შემდგომი 3 წლის განმავლობაში აღნიშნული მონაცემის სულ მცირე გაორმაგების პოტენციალი არსებობს.

„ჩინეთის ბაზართან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა. მოკლედ მოგახსენებთ, რომ ქართული ღვინის მიმართულებით ჩვენ ამ წელიწადში 5 მილიონზე მეტი ბოთლის გაყიდვას ველოდებით. შემდგომი 3 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ არის სულ მცირე გაორმაგების პოტენციალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი პირველ ან მეორე ადგილზე გადავა საქართველოს ღვინის მიმართულებით. ლუდი არის ერთ-ერთი ჩემპიონი პროდუქტი ჩინეთის ბაზრაზე და ამ მიმართულებითაც მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმი ამა წლის ოქტომბრის დასაწყისში გაფორმდა.