სხვა

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება – ჯო ბაიდენი

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება, რადგან როგორც პოლონეთს ახსოვს, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. პუტინი უფრო შორს წავა და ევროპას, აშშ-სა და მთელ თავისუფალ სამყაროს საფრთხეში ჩააგდებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

თეთრ სახლში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრისას ჯო ბაიდენმა აღნიშნა,რომ რუსეთის საფრთხის ფონზე პოლონეთის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია.

 

კომენტარის დატოვება