08/05/2024
Latest:
მსოფლიო

Coca-Cola-ს ახალი შეფუთვა და შეცვლილი მარკეტინგული სისტემა

Coca-Cola “ერთი ბრენდის” სტრატეგიას იწყებს და სრულიად ცვლის მარკეტინგულ მიდგომას. როგორც კომპანიამ დააანონსა, ტრადიციული კამპანიის “Taste the Feeling”-ის ფარგლებში, ბრენდმა გადაწყვიტა პროდუქტის შეფუთვა შეცვალოს და ახალი სახით წარუდგინოს მომხმარებელს.

შეფუთვის ახალი ფორმა და გრაფიკა აერთიანებს დიეტურ, Coke, Coke Zero და Coca-Cola Life-ს. როგორც განცხადებაში აღინიშნა, მაისის პირველი კვირიდან, ახალი შეფუთვა უკვე გამოჩნდება მექსიკაში, ხოლო გლობალურად წლის ბოლოსკენ ჩაეშვება და 2017 წელს უკვე სრულიად დაიპყრობს ბაზარს. რაც შეეხება ამერიკას, ეს ცვლილება მომავალი წლის ბოლომდე არ გაკეთდება.

“ამ ცვლილებების განსახორცილებლად ჯერ ჩვენ ვცდილობთ, შევისწავლოთ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარი, რათა არ მოხდეს გაუგებრობა და წინასწარ ვიყოთ მზად ყველანაირი სირთულისთვის”- განაცხადა ჯუდიტ სნაიდერმა, კოკა-კოლას სპიკერმა.

ბრენდის წარმომადგენლების ახალი საფიქრალი დიეტური კოკა-კოლის ახალ შეფუთვასთან ინტეგრაციაც გახდა. ვინაიდან და რადგანაც შეფუთვა ჩვენი ყყველაზე ღირებული თვალსაჩინო აქტივია, ეს ცვლილება შეუმჩნეველი არავის დარჩება. სწორედ ამიტომ ვფრთხილობთ და ვცდილობთ, ეს ცვლილება ნაკლებად გაამღიზიანებელი გახდეს ჩვენი მომხმარებლისთვის.”- ამბობენ ბრენდის წარმომადგენლები.