ვემშვიდობებით ბენზინს: Toyota-მ წყალბადზე მომუშავე ავტომობილების გამოშვება დაიწყო
იაპონურმა ავტოკონცერნმა Toyota-მ დაიწყო მსოფლიოში პირველი ავტომობილების სერიული გამოშვება, რომლებიც საწვავად წყალბადს იყენებენ. ახალი სედანი „Mirai“ მხოლოდ წყალბადზე მუშაობს, გარემოსთვის საზიანო გამონაბოლქვის ნაცვლად კი მხოლოდ წყლის ორთქლს გამოყოფს. კონსტრუქტორების თქმით, „საწვავის“ სრული მარაგით ავტომობილი 650 კილომეტრს დაფარავს. აღნიშნული ავტომობილების გაყიდვა იაპონიაში მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყება, 2016 წლიდან დაანონსებულია გაყიდვები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ავტომობილის ღირებულება იაპონიაში 60 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამასთანავე, ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ეკოლოგიური სედანის შეძენის მსურველები სახელმწიფოსგან სუფსიდიას მიიღებენ 17 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით. გამომდინარე იქედან, რომ სედანი წყალბადზე მუშაობს, მისთვის საჭიროა სპეციალური „წყალბადგასამართი სადგურები“. „საწვავით“ შევსების პროცესი სულ რამდენიმე წუთს ითხოვს. მწარმოებლების ინფორმაციით, 1 კილომეტრის დაფარვისთვის საჭირო წყლბადის ღირებულება 0.1 დოლარი იქნება. ელექტროძრავის სიძლიერე 136 ცხენის ძალაა. |