Nissan-მა Mitsubishi-ის საკონტროლო პაკეტი იყიდა
საავტომობილო კონცერნმა Nissan Motor-მა, კორპორაცია Mitsubishi Motors-ის აქციათა საკონტროლო პაკეტი, 34% შეიძინა. გარიგების ღირებულება 237 მლრდ ეინი ანუ $2.28 მლრდ-ია.
დირექტორთა საბჭოს, Nissan-ის პრეზიდენტი კარლოს გონი უხელმძღვანელებს, რომელიც ფრანგული ავტოკონცერნის, Renault-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეცაა და შესაბამისად ეს გონისთვის უკვე მესამე ხელმძღვანელი პოსტია.
Nissan Motor -მა, Mitsubishi Motors-ის საკონტროლო პაკეტის შესყიდვის გეგმის შესახებ მაისში განაცხადა. ეს „საწვავის სკანდალის“ შემდეგ მოხდა, რაც კომპაქტურ მოდელებს შეეხო, მათ შორის ორ მცირეგაბარიტიან მოდელს, რომელსაც Mitsubishi Motors-ი, Nissan-თვის ქმნიდა.
წყარო: აგორა