01/05/2024
Latest:
საზოგადოება

დაბა ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მოხდება

დაბა ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მოხდება. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიაწოდა.

უწყების ცნობით, პროექტი მსოფლიო ბაკის თანადაფინანსებით განხორციელდება და მისი ღირებულება 3 187 876 ლარი იქნება.

პროექტი ითვალისწინებს კურორტის ძირითადი ტურისტული ლოკაციების განახლებასა და კეთილმოწყობას. სამუშაოები ძირითადად სამი მიმართულებით წარიმართება: ტყე-პარკის რეაბილიტაცია, წრიული გზის მიმდებარედ საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა და შიდა ქუჩების რებილიტაცია.

ამჟამად უკვე დაწყებულია:

დაბა ბაკურიანის შიდა ქუჩებისა და ტროტუარების მოწყობა რეაბილიტაცია. კერძოდ, 9 აპრილის, ქუმარიტაშვილის, ცაბაძის, ცხრა წყაროს, ხერგიანის, თამარ მეფის, ახალშენის, ჭავჭავაძის, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის, 25 მ-ან სათხილამურო ტრასასთან მისასვლელი გზის, აღმაშენებლის ქუჩიდან ტატრაპომთან მისასვლელი გზის, წაქაძის ქუჩიდან სააავადმყოფოს შესასვლელამდე და წაქაძის ქუჩიდან ტრამპლინებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო ქუჩების ჯამური სიგძე შეადგენს 8 კმ-ს (7/690). აღნიშნულ ქუჩებზე დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ეზოში შესასვლელი მილხიდები. დამატებით განხორციელდება ბორჯომის, თავისუფლების, აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩების ტროტუარების რეაბილიტაცია.

სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო და მისი დასრულება 2017 წლის აგვისტოში იგეგმება.

დაგეგმილია შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები:

ბაკურიანში მშენებარე წყლის პარკის საკომუნიკაციო სისტემებით უზრუნველყოფის მიზნით, მოეწყობა ელექტრო გაყვანილობის, წყალ-მომარაგების, ბუნებრივი აირისა და კანალიზაციის სისტემები. ასევე დაგეგმილია წყლის პარკამდე მისასვლელი გზის დაგება.

დასასვენებლი ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა: 

საბაღე ბილიკები სკამებითა და ურნებით, ფანჩატურები, ბავშვთა სათამაშო მოედნები, გადმოსახედი ტერასა, კაფე, საზოგადოებრივი სან-კვანძები. პარკის ტერიტორია მთლიანად შემოიღობება და მოეწყობა შესასვლელები, სადაც მოეწყობა ორი ღია ავტოსადგომი, ჯამში, 70 მანქანაზე და დაცვის ჯიხურები. პროექტი ასევე ითვალისწინებს პარკის მიმდებარედ არსებული სპორტული და საციგურაო მოედნების რეაბილიტაციას. გაიმართება საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა: სასმელი წყლისა და გარე განათების ქსელები, სანიაღვრე არხები და კანალიზაცია.

წრიული გზის მიმდებარედ დაიგეგმა 2,5 მ სიგანის და 2700 მ სიგრძის საფეხმავლო გზის მოწყობა ასფალტის საფარით და ბორდიურით, აქვე გამოყოფილი იქნება ველობილიკი, გარკვეული ინტერვალებით მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები სკამებით და ურნებით. მთელი წრიული გზის საფეხმავლო ზონასა და სამანქანო გზის მიჯნაზე მოეწყობა დამცავი ჯებირები. დაემატება გარე განათების ბოძები და მოწესრიგდება სანიაღვრე არხები.

წყარო: ipress.ge