13/05/2024
Latest:
საზოგადოება

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1600 დასახლებაზე გავრცელდება

“მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისშესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული ყველა შეღავათიმაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებებზე და იქმცხოვრებ 300 000–ზე მეტ მოსახლეზე 10 წლის განმავლობაშიგავრცელდება–გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნულისაბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს.

პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზესაქართველოში მდებარე 1600 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული ნუსხა 2016 წლის 1–ელ აპრილამდეგაიზრდება.

საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს „მაღალმთიანი საწარმოს სტატუსისმინიჭების წესზე“, რომელთაც საშემოსავლო შეღავათები 2016 წლის 1იანვრიდან დაუწესდებათ.