02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

დავით საგანელიძე: საქართველო უნდა გახდეს სერიოზული სატრანზიტო ქვეყანა

სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ინდუსტრიულ სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით, საპარტნიორო ფონდსა და „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილე რამდენიმე კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ქვეყანა აბრეშუმის გზის ფორუმის შედეგებს მალე დაინახავს, რადგან პირველ რიგში ძალიან ბევრი საწარმო უნდა შეიქმნას.

„საქართველო უნდა გახდეს სერიოზული სატრანზიტო ქვეყანა, ჰაბი, რომელიც აღმოსავლეთსა და ევროპას ტვირთების თვალსაზრისით დააკავშირებს “ –

აღნიშნა საგანელიძემ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ დღეს გაიხსნა და მას 30 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი ესწრება.

[wpolling id=”7″ width=”” height=””]