შუახევიჰესი – უმსხვილესი ჰიდროენერგოპროექტის მშენებლობლობა წარმატებით მიმდინარეობს
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ უმსხვილესი ჰიდროენერგოპროექტის – შუახევიჰესი, მშენებლობას 2016 წელს ასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონი დოლარია. წარმოგიდგენთ უახლესი ტექნოლოგიებით შესრულებული, უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ მხარეს.
შუახევიჰესის პროექტი ითვალისწინებს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას და ოპერირებას, საერთო დადგმული სიმძლავრით 187 მგვტ. მინდინარეობს ორი კაშხლის (შესაბამისი წყალსაცავებით) და ერთი დამბის მოწყობა მდ. აჭარისწყალზე, მდ. სხალთასა და მდ. ჩირუხისწყალზე. დერივაცია დაგეგმილია სადერივაციო გვირაბების საშუალებით. მცირე სიმძლავრის ძალური კვანძის (5,8მგვტ) მოწყობა დაგეგმილია სხალთის კაშხლის ზედა ბიეფში, ხოლო ძირითადი ძალური კვანძი მოეწყობა დაბა შუახევის სიახლოვეს, კერძოდ მდ. აჭარისწყლისა და მდ. ჭვანისწყლის შესართავის ზემო ნაწილში.
შუახევიჰესი ელექტროენერგიის წარმოებას განახორციელებს წყლის ბუნებრივი დინებით. წყალი ჩირუხისწყლიდან სხალთის დამბაზე ჩამოედინება, დაემატება მდინარე სხალთის წყალი და სხლათა-დიდაჭარის გვირაბის გავლით ჩაედინება დიდაჭარის რეზერვუარში, სადაც დაემატება წყალი მდინარე აჭარისწყლიდან და ღორჯომიდან. დაგროვილი მასა მიმყვანი გვირაბის საშუალებით მიეწოდება შუახევის ელექტროსადგურს.
წყლის მაქსიმალური ოდენობა მოსალოდნელია გაზაფხულზე, თოვლის დნობისას, მარტში, აპრილსა და მაისში. რეზერვუარში წყლის ჭარბი რაოდენობით დაგროვების დროს წყალი, რომელიც ვერ იქნება გამოყენებული ელექტროენერგიის წარმოებისთვის, გაივლის დამბის ავლით, თითოეულ დამბაზე არსებული წყალსაგდების გზით. ელექტროსადგურის ოპერირებისთვის წყლის მინიმალური დონე სავარაუდოდ მოსალოდნელია ზაფხულის თვეებში.
რაც შეეხება რეზერვუარებს, სხალთის რეზერვუარის ზედაპირის მოცულობა დაახლოებით 12 ჰექტარია მაქსიმალური მიწოდების დონეზე, 0,75 მმ3 ტევადობით. დიდაჭარის რეზერვუარის ზედაპირის მოცულობა დაახლოებით 15 ჰექტარია მაქსიმალური მიწოდების დონეზე – 1.2 მმ3 ტევადობით.
შუახევიჰესის მშენებლობა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. მდგრადობისთვის გამოიყენება ბეტონის თანამედროვე დანამატები და უახლესი მოდელის ტურბინები დამცავი საფარით, რათა შემცირდეს ცვეთა და დაცული იყოს უსაფრთხოების ზომების თანამედროვე სტანდარტი.
გვირაბები პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მათი სიგრძე, ჯამში, 37,2 კილომეტრია. შენდება სამი ძირითადი გვირაბი: მიმყვანი გვირაბი ჩირუხისწყლიდან სხალთამდე – სხალთის ელექტროსადგურის ელექტრომომმარაგებელი, გადამყვანი გვირაბი – სხალთიდან დიდაჭარამდე და მთავარი მიმყვანი გვირაბი – შუახევის ელექტროსადგურის ელექტრომომმარაგებელი.
შუახევიჰესის საშენებლო სამუშაოების 80% მეტი უკვე შესრულებულია.