05/05/2024
Latest:
საზოგადოება

“დღეს “ახალი მემარჯვენეები” ისევე ფილიალად მოიხსენიებიან “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც – “ლეიბორისტები”

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს, რომელიც ფიქრია ჩიხრაძემ მიიღო, გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელია ელოდებოდნენ , – ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადა.

ივანიშვილმა ისაუბრა ე.წ. ფსევდოოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს არსებობდნენ და ახსენა, რომ მაგალითად, გიორგი თარგამაძეს სინდისი ეყო და წავიდა პოლიტიკიდან, ისევე როგორც პოლიტიკიდან წავიდა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე.

“დღეს “ახალი მემარჯვენეები” ისევე ფილიალად მოიხსენიებიან “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც – “ლეიბორისტები”. გამყრელიძე ალბათ განიცდის, რომ დატოვა პარტია, რადგან თანამედროვეობის ყველაზე დიდი პოლიტიკოსის მრჩევლად წავიდა “ახალი მემარჯვენეების” ახალი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე. გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელიწადია, ელოდებიან და იბრძოდნენ ამ პოსტისთვის და უეცრად ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ჩემთვისაც კი მოულოდნელი გახდა”,

– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.