სხვა

დიახ, ალბათ დებატებში მონაწილეობას მივიღებ – დონალდ ტრამპი

დიახ, ალბათ დებატებში მონაწილეობას მივიღებ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა.

„პასუხია დიახ, ალბათ დებატებში მონაწილეობას მივიღებ. მაგრამ შემიძლია მოვიყვანო არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ეს არ გავაკეთო. ყალბი ამბების წახალისება არ მიყვარს, ისინი ამ დებატებიდან ათეულობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ. ABC არ მომწონს“, – განაცხადა  ტრამპმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ დებატებს 27 ივნისსა და 10 სექტემბერს გამართავდნენ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად არის.

კომენტარის დატოვება