სხვა

“შემთხვევითი არ იყო, რომ ნავალნის გარდაცვალება გამოცხადდა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშილის თქმით, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამოცხადება მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შემთხვევითი არ იყო და ამით რუსეთმა კონფერენციას გარკვეული გზავნილი გაუგზავნა.

„ვფიქრობ, შემთხვევითი არ იყო, რომ ნავალნის გარდაცვალება გამოცხადდა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე. რუსეთისთვის დამახასიათებელია, შეეცადოს ფსიქოლოგიურად გავლენა მოახდინოს, რომ რუსეთი აკეთებს რასაც უნდა, სადაც უნდა. ვფიქრობ, ეს იყო მესიჯი მიუნხენის კონფერენციისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში dpa-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება