04/05/2024
Latest:
საზოგადოება

ჟან-ელი მალკინი:  ჩვენ, გლობალ ალიანსი და სამინისტრო ერთად ვიმოქმედებთ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის

სასტუმრო  „რედისონ ბლუ ივერიაში“  შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის ანგარიშს  წარუდგენა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მთავრობის  წევრები, სამედიცინო საზოგადოება, საკანონმდებლო ორგანოსა  და დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საკონსულტაციო ჯგუფი “გლობალ ალიანსი”(GAHSC) პრეზედინტი ჟან-ელი მალკინი:

“ვისურვებდი მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენაში, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება განვლილ პერიოდში თავდადებული შრომის შედეგად შესრულებული უზარმაზარი სამუშაო. ექვს თვეზე მეტია ვმუშაობ მინისტრთან და მის კოლეგებთან ერთად, როგორც გლობალური ალიანსის პრეზიდენტი და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლაა. პირველ რიგში, აღვნიშნავდი ყველაზე დიდ პროგრესს, რომელიც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას. მინისტრის მოქმედებები მიმართულია საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდაზე და ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულების ხარჯთეფექტურობის მოდელის ჩამოყალიბებაზე. მეორე მაგალითის სახით, მსურს ხაზი გავუსვა უნიკალურ პროგრამას, რომელიც ცე ჰეპატიტის ელიმინაციას ითვალისწინებს. პრობლემასთან გამკლავების ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება პირველია მსოფლიოში და საქართველო დღეს აძლევს მაგალითს მსოფლიოს ყველა ქვეყანას C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მინისტრმა დასახა სამომავლო პრიორიტეტად არის ჯანდაცვის სისტემის პირველადი რგოლის ჩამოყალიბება და განვითარება. გლობალური ალიანსი აქტიურად მუშაობს სამინისტროსთან მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის სისტემის ხელმისაწვდომობისათვის. მსურს, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო მინისტრს გლობალური ალიანსის სახელით და წარმატებები ვუსურვო საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების საქმეში.”