მსოფლიო

“ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ჩვენი ყველა სამსახური ამჟამად ამ ტერორიზმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ჩვენი ყველა სამსახური ამჟამად ამ ტერორიზმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ის რუსეთის მიერ განხორციელებულ მორიგ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ ტერორისტები თავიანთი ქმედებებისთვის პასუხს ყოველთვის აგებენ“.

„რუსების მორიგი საჰაერო თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე. ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ჩვენი ყველა სამსახური ამჟამად ამ ტერორიზმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს. მიკოლაევში ათობით სახლი დაინგრა და ერთი ადამიანი დაიღუპა. კიევში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს. ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა. ლვოვში შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებიან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

7 თებერვალს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, რუსების თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა

კომენტარის დატოვება