სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა
სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ განცხადებას ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.
„დღეს დილის 5:30 საათზე სილინგარფელის ჩრდილო-აღმოსავლეთით ინტენსიური მცირე მიწისძვრა დაიწყო. დაახლოებით, 30 წუთის შემდეგ, იმავე რაიონში ვულკანმა დაიწყო ამოფრქვევა“, – ნათქვამია ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებაში