05/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ჩვენს სახლებში ვიწვევთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეთ. ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას 3 იანვარს ბრძანა.
“შობის ღამეს აქ იქნება წირვა-ლოცვა, არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში, თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ჩვენს სახლებში ვიწვევთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენს ოჯახებში იშვას ქრისტე.
მრავალი განსაცდელი იყო, არის და იქნება, მაგრამ ღმერთი ჩვენთანაა. საგალობელი – “დავიღალე მოდი ჩემთან, უფალო“ – კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უფალი არასოდეს არ გვტოვებს“,- ბრძანა უწმინდესმა.