03/05/2024
Latest:
მსოფლიო

Financial Times: პუტინისა და ტრამპის საუბრის შემდეგ, რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ სირიაში შეტევითი სამხედრო ოპერაცია დაიწყო,- ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონად ტრამპთან სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ სირიაში შეტევითი სამხედრო ოპერაცია დაიწყო,- ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მათი საუბრის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია.

15 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ავიამზიდი “ადმირალი კუზნეცოვი” სირიაში მასშტაბურ საბრძოლო ოპერაციაში ჩაერთო. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ფრეგატი “ადმირალი გრიგოროვიჩი” სირიაში სარაკეტო სამიზნეებისთვის გამოიყენება.

გამოცემა ასევე შეახსენებს მკითხველს, რომ ტრამპმა პუტინი რუსეთის შეიარაღებული ძალების  სირიის კონფლიქტის მოსაგვარებად, სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის გამო შეაქო.

მანამდე, დონალდ ტრამპის შტაბმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ საუბრის ინიციატივა რუსულ მხარეს ეკუთვნოდა.

მათი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა  ორმხრივი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს.

წყარო: Ipress