24/02/2024
Latest:
ეკონომიკა

„ფორბსი“ – საქართველო რეგიონის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ცენტრად ყალიბდება

“საქართველო – ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი”, – ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა “ფორბსი” რიჩარდ ვეიცის სტატიას საქართველოს შესახებ.

სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური მიღწევები აღტაცებას იმსახურებს. ავტორის თქმით, ქართველებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს სავაჭრო რეგულაციებისა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შეცირებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ.

„მართალია, საქართველოში არის ისეთი ბუნებრივი რესურსების ნაკლებობა, როგორიცაა ნავთობი და გაზი, მაგრამ ინფრასტრუქტურის ინტენსიური მოდერნიზაციის პროგრამის წყალობით, ქვეყანა რეგიონის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ცენტრად ყალიბდება. ევროპისთვის კასპიის ზღვის რეგიონის ენერგორესურსების მისაწოდებლად ცენტრალური აზიის გავლით გაყვანილია მილსადენები, რკინიგზის ხაზები და საავტომობილო გზები. 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, მიმდინარე წლის ზაფხულში კი ძალაში შევიდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“, – ნათქვამია სტატიაში.

წყარო: BPN