ფოტო+ვიდეო რეპორტაჟი „კორპორაცია ფოთის პორტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციიდან
დღეს ფოთში, სატერმინალო და ლოჯისტიკური მომსახურების კომპანიების თანამშრომლებმა „კორპორაცია ფოთის პორტის“ წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
სატერმინალო და ლოჯისტიკური მომსახურების ყველა კომპანიის წარმომადგენლები „ფოთის პორტის“ იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის საფუძველზეც უკვე 1 ივლისიდან ძალში შევა პორტის მიერ დაწესებული კონტეინერების საპორტო და სატერმინალო მომსახურების ინტეგრირებული ტარიფები.
ექსკლუზიურად გთავაზობთ, ფოთში გამართული საპროტესტო აქციის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას.