საზოგადოება

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა იწყება

თბილისში, პუშკინის ქუჩის ხელახალი რეკონსტრუქცია იგეგმება, რომლის დასრულების შემდეგ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად განხორციელდება. თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი, რომლის გამარჯვებულმაც აღნიშნულ უბანზე ესტაკადის მშენებლობა უნდა განახორციელოს.

ესტაკადის ქვეშ ხელუხლებელი დარჩება წინა რეკონსტრუქციისას აღმოჩენილი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები. ტურისტებს და ქალაქის მაცხოვრებლებს მათი დათვალიერება შეეძლებათ როგორც ზემოდან, ისე ჩასასვლელი კიბეების გამოყენებით.

პროექტის კონცეფცია ითვალისწინებს ესტაკადის ქვეშ ფეხით მოსიარულეთათვის თავისუფალი გადასასვლელის მოწყობას, ესტაკადის მალის ნაშენის მზიდი კონსტრუქციების განლაგების გათვალისწინებით.

ეტაკადის მშენებლობისთვის 4,752 მლნ ლარია გამოყოფილი.

ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 1 დეკემბერს, 13.30 საათზე სრულდება.

გამარჯვებულმა კომპანიამ  სამუშაო უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში. დასრულება კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეშია გათვალისწინებული.  

[wpolling id=”10″ width=”” height=””]