27/04/2024
Latest:
მსოფლიო

გერმანიის არმიის 29 ოფიცერი ISIS შეუერთდა

გერმანიის კონტრდაზვერვის სამსახურის (MAD) შიდა მოკვლევის დოკუმენტის მიხედვით, გერმანიის სამხედრო ძალების სულ მცირე 29 ოფიცერი გაემგზავრა სირიაში ტერორისტულ დაჯგეუფებებში გასაერთიანებლად.

გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ამ 29 ოფიცრიდან 19 პირი დემობილიზებული იქნა 2007 წელს, ხოლო 65 სამხედრო მოსამსახურის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება ჯიჰადისტური იდეოლოგიის მხარდაჭერის გამო.

სამსახურის უფროსმა ქრისტოფ გრამმა სააგენტოს განუცხადა, რომ “შარლი ჰებდოს თავდასხმა იყო ჩვენთვის გამოღვიძების ზარი, ჩემთვის დაუდევრობა იქნებოდა, რომ არ დამესვა კითხვა რა მოხდებოდა, ეს რომ ბუნდესვერის გაწვრთნილ ისლამისტს გაეკეთებინა”.

ჰანს-პეტერ ბარტელი, გერმანიის ბუნდესტაგის არმიაზე ზედამხედველობის კომიტეტის პასუხისმგებელი წევრი, აცხადებს, რომ “ისლამიზმი გერმანიის არმიის მთავარი პრობლემა არ არის, თუმცა ის იმდენად სერიოზულია, რომ მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს”.

თვის დასაწყისში საერთაშორისო კონტრ-ტერორისტული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 720-დან 760-მდე გერმანელი გაემგზავრა სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ დაჯგუფებებში გასაწევრიანებლად.

სააგენტო ARA News-ს მიხედვით, ისლამური სახელმწიფოს უცხოელი მონაწილეებიდან უმეტესობა ბელგიიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან და ბრიტანეთიდან არიან.

წყარო: euronews.ge