21/05/2024
Latest:
მსოფლიო

Apple-ი ბოლო 13 წლის განმავლობაში, გაყიდვების ყველაზე ცუდ მაჩვენებელს ელოდება

Apple-ი ბოლო 13 წლის განმავლობაში, გაყიდვების ყველაზე ცუდ შედეგებს ელოდება. ანალიტიკოსების პროგნოზით, კომპანიის გაყიდვები ბოლო კვარტალში მკვეთრად დაეცა.

ბოლოს, ტექნოლოგიურ გიგანტს გაყიდვები 2003 წელს შეუმცირდა.

CNNMoney წერს, რომ კომპანიის გაყიდვების 2/3-ი iPhone-ზე მოდის. სწორედ გაჯეტების რეალიზების შემცირების გამო, კომპანიას ცუდ მაჩვენებლებს უწინასწარმეტყველებენ, რადგან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სმარტფონების გაყიდვები 18%-ით შემცირდა, რაც 2007 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
წყარო: businesscontact.g