01/03/2024
Latest:
საზოგადოება

გუდაურის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე პირველ ეტაპზე 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

გუდაურის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე პირველ ეტაპზე დაახლოებით, 5 მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელმა გიორგი კობერიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუდაურს მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდა წყალმომარაგების პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კოპანია,, გუდაურში ახორციელებს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

,,პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი 1000 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარი, ჩალაგდება ახალი 38 კილომეტრის მოცულობის შიდა გამანაწილებელი ქსელი, მიმდინარე პროექტი ზამთრის სეზონის დადგომამდე დასრულდება და გუდაურს ექნება მკვეთრად გაუმჯობესებული წყალმომარაგება”, – განაცხადა კობერიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა.

მისივე თქმით, ასევე დაგეგმილია გუდაურში მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც ჯამურად 20 მილიონი დოლარია და წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს.