სხვა

“გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს კარგად გაცვეთილი რიტუალები” – ირაკლი კობახიძე

გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს კარგად გაცვეთილი რიტუალები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება საკმარისად გამოცდილია იმისათვის,რომ „იაფფასიანმა რიტუალებმა მასზე გავლენა არ მოახდინოს“.

„გუშინდელ აქციაზე აქტიურობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ცნობილი სახეები : ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე ადეიშვილის [ზურაბ] ცნობილი მოადგილე და სხვები, რომლებიც მაღალ მატერიებზე გვესაუბრებოდნენ. ასევე, გუშინ აქციაზე ვიხილეთ შოთა ოტიაშვილი, რომელმაც შეგახსენებთ რა გააკეთა 2011 წელს : მაშინ რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე მომიტინგეს ცხედარი ოტიაშვილმა განათავსა ჯიხურებზე და ეს ადამიანი დღეს უტიფრად დგას საპროტესტო აქციაზე. რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე მომიტინგის ცხედარი განათავსეს ჯიხურებზე ოტიაშვილის პირდაპირი მითითებით, იმიტაცია გააკეთეს უბედური შემთხვევის. სამარცხვინო შოთა ოტიაშვილი მის ცოლთან ერთად , რომელიც ამ დანაშაულს „კრიტიკული“ მედიის ეთერიდან „აპრავებდა“ გუშინ იდგა აქციაზე, ეს არის უტიფრობის მთავარი დამადასტურებელი ფაქტი. ასევე გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა, ვინმე ჩიქოვანი ის იყო მთავარი ორგანიზატორი აქციის და „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი , ვინმე ზიბზიბაძე.

გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს კარგად გაცვეთილი რიტუალები. აკერმანის შეგირდებმა თავის დროზე ასეთი ტრიუკით მოატყუეს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები, რამაც ამ ქვეყნებში მძიმე პროცესებს დაუდო დასაბამი. თუმცა, ქართული საზოგადოება დღეს საკმარისად გამოცდილია იმისათვის,რომ ასეთმა იაფფასიანმა რიტუალებმა მასზე გავლენა არ მოახდინოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება