30/04/2024
Latest:
სხვა

„მე კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ” – სალომე ზურაბიშვილი

კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ისევე როგორც ყველა სხვა კანონის შემთხვევაში ვაკეთებ. რადგან ეს მხოლოდ ერთი არ არის, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ჩემი ვეტო პარლამენტში დაძლეული იქნება, სადაც უმრავლესობას ეს შეუძლია. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ამ ხმის გაგონება ხმამაღლა და ნათლად მოხდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ, მედიის საქმიანობის წინააღმდეგ და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ.

„შეშფოთება მთავარი საგანი ის არის, რომ ეს პუტინის კანონის ზუსტი ასლია, რომელიც 2012 წელს მიიღეს და თანდათან გაიზარდა და განვითარდა. ეს არის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ, მედიის საქმიანობის წინააღმდეგ და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას უკანასკნელ 30 წელზე მეტია. ამიტომ ეს ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს. შარშან იგივე კანონი მასიური დემონსტრაციების შედეგად იქნა უარყოფილი და მისი მიღება ვერ მოხდა. ამჯერად, ამ კანონის თავიდან გამეორება პირდაპირ პროვოკაციას წარმოადგენს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარის დატოვება