15/05/2024
Latest:
ეკონომიკა

იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22%-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22 %-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელის თანახმადაც, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9950 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1701 მლნ აშშ დოლარი იყო (7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8249 მლნ აშშ დოლარი (31 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 6548 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5851 მლნ აშშ დოლარს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 პროცენტით ნაკლებია“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნდება.