17/05/2024
Latest:
საზოგადოება

იაპონელი პროფესორი ტექნოლოგიურ ინსტიტუტზე: გულწრფელად რომ ვთქვა, ცოტათი მშურს

ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორის ზენშო იოშიდა დარწმუნებულია, რომ გამოყენებითი ფიზიკის განვითარებაში საქართველო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ამის შესახებ იაპონელმა პროფესორმა საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მას „ცოტათი შურს“ საქართველოში ამგვარი პროექტი, რადგან, როგორც ტავად აღნიშნა, ეკონომიკური ფაქტორების გამო, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, იაპონიაში მეცნიერების დაფინანსება შედარებით შემცირდა

„პირველ რიგში, ნება მომეცით, მოგილოცოთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ცოტათი მშურს, რადგან ეკონომიკური ფაქტორების გამო, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, იაპონიაში მეცნიერების დაფინანსება შედარებით შემცირდა.

საქართველოსთვის ძალიან კარგია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული ამგვარი აქტივობა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოყენებითი ფიზიკის განვითარებაში თქვენი ქვეყანა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ვიმედოვნებ, რომ საქართველო ითანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, იაპონიასთან. გმადლობთ, ერთი შეკითხვა. თუ გაქვთ ინფორმაცია ტექნოლოგიური ინსტიტუტის შესახებ. რა ტიპის კვლევებს ჩაატარებს ის, რა იქნება მისი მიზანი? როგორც გიამ გაუსვა ხაზი, უმნიშვნელოვანესია ახალი თაობების განათლება. ამ ტიპის აქტიური ცენტრის არსებობა ძალიან კარგი მოტივაცია იქნება სტუდენტებისათვის. ამ ტიპის განგრძობადი განვითარება ახალი სამეცნიერო მიღწევების შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია“,- განაცხადა პროფესორმა.

ამასთან, ზენშო იოშიდა იმედოვნებს, რომ საქართველოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ექნება არა მხოლოდ კვლევითი დანიშნულება, არამედ საგანმანათლებლო ფუნქციაც და წაახალისებს სტუდენტებს, რაც, მისივე თქმით, აუცილებელია.

„მე ეს იდეა მომწონს და მიმაჩნია, რომ იგი საკმაოდ წარმატებული იქნება“, – აღნიშნა პროფესორმა.

წყარო: info9.ge