მსოფლიო

ჯორჯ სოროსმა, ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიისათვის $6 მილიონი გაიღო

მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა, ორგანიზაცია Priorities USA Action-სთვის 6 მილიონი აშშ დოლარი გაიღო. აღნიშნული ორგანიზაცია, ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიითაა დაკავებული, – აღნიშნულის შესახებ USA Today წერს.

გამომცემლობის ინფორმაციის მიხედვით, სოროსის წვლილმა, მთლიანობაში კლინტონის ერთად აღებულ ყველა შეწირულობას გადააჭარბა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სოროსი დემოკრატიული პარტიის წევრს ეხმარება – 2004 წელს, მან ჯორჯ ბუშის კამპანიისათვის 20 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

წყარო