28/04/2024
Latest:
მსოფლიო

NASA მზის სისტემის ინტერნეტიზაციას იწყებს

The International Space Station (ISS)-მა ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მზის სისტემის ინტერნეტიზაციას. მოწყობილობა სახელად Delay/Disruption Tolerant Networking (DTN)-ი ახლო მომავალში მთვარიდან და მარსიდან შეძლებს დააკავშიროს ასტრონავტები დედამიწასთან. ერთ დღესაც, თუ მარსიდან ვინმე ჩაგერთვებათ ლაივში, გახსოვდეთ ეს DTN-სა და ნასას დამსახურება იქნება.

NASA-ს განცხადების თანახმად, DTN-ი მზის სისტემის მოწყობილობაა და სხვადასხვა კოსმიური ენერგიებიდან იღებს წყაროს. ტრადიციული ინტერნეტ პროტოკოლიდან, რომელიც ერთხელ მაინც ყველას გვაქვს წაკითხული, ვიცით რომ ინტერნეტმა უნდა დააკავშიროს ერთმანეთს ორი წყარო. თუმცა კოსმოსის ქაოტური და ღრმა ბუნებიდან გამომდინარე, ეს ცოტა რთული საკითხია. ტრანსმისია მოხდება მხოლოდ იმ ორბიტიდან, რომელიც იმ მომენტში ახლოს იქნება DTN-თან.

DTN-ს დაემატა Telescience Resource Kit (TReK)-ის პროგრამული პაკეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაგზავნოთ და მივიღოთ მონაცემები ISS-ის სახმელეთო კვანძებიდან. ინტერნეტ როუტერი 400 კმ სიგრძის იქნება.

ქვემოთ მოცემული ფოტოები ბრიტანელი ასტრონავტის Tim Peake-ის მიერ სივრცეშია გადაღებული და საოცრად შთამბეჭდავია










წყარო: wom.ge