იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა – რა მოხდა ადგილზე
იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
არსებული ინფორმაციით, უწყებაში ანონიმური ზარი შევიდა ბომბის არსებობის შესახებ.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.